მიმზიდველი

7

მიმზიდველი  მომხიბლავი, მომაჯადოებელი, წარმტაცი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გული“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიზიდვა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელი წინ გადაადგილდება სინქრონულად და ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართული თითები ოდნავ მოხრილია ფალანგებში. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.