მიმართვა

3

მიმართვა 1. მიქცევა, მიშვერა. 2. წარმართვა, გეზის, მიმართულების მიცემა 3. მოწოდება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეტყობინება“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოდნავ მოხრილია თავზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ და ქვევით მოძრაობს, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია ფალანგებში; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღიარება“ სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები გაშლილი ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ხელები სინქრონულად ეხება მკერდს და წინ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.