მიხედვით

მიხედვით  – რისამე გათვალისწინებით, რისამე კვალობაზე. რისამე შესატყვისად, შესაბამისად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი თითებით ქვევით მიმართულია ერთმანეთზე საჩვენებელი თითებით მიტყუპებული ხელისგულები, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიხაკი

მიხაკი   –  ლამაზი, სურნელოვანი, მსხვილი ყვავილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ – ზევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მომდევნო ფაზაში თითები იშლება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი … Read more

Categories

მიწერა

მიწერა –  ვინმესთვის წერილობითი გზავნილის გაგზავნა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი შუა და საჩვენებელი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მიწა

მიწა   –  დედამიწის მყარი ზედაპირი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები თავისუფლად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელის თითებს მარცხენა ნეკი უჭირავთ და მარჯვნივ მოძრაობს მარჯვენა ხელი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მიძღვნა

მიძღვნა  – ვინმესთვის საპატივსაცემო რამის კეთება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიჩნევა

მიჩნევა –  ჩათვლა, აღიარება, ცნობა   ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიყოლება

მიყოლება  – თანამიმდევრობა, ერთმანეთის შემდეგობა   ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიყვანა

მიყვანა –   გარკვეულ ადგილამდე წაყვანა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია ქევევით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

მიღწევა

მიღწევა  – 1. მისვლა, მიტანება 2. რაიმე დონემდე მისვლა, განხორციელება, შესრულება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მასთან ერთად ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიუღწეველი

მიუღწეველი  – რასაც ვერ მიაღწიეს, რის მიღწევაც შეუძლებელია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიღწევა“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენას და მასთან ერთად ზევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, … Read more

Categories

მიუკარებელი

მიუკარებელი –  ვინც, რაც ახლო არ იკარებს, ახლო არ უშვებს ვისმე ან რასმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიკარება“ – ხელისგული მიმართულია წინ, თითები ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია და წინაა მიმართული, სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია თითები, სრულდება რკალური … Read more

Categories

მიუვალი

მიუვალი –   რასთანაც მისვლა არ შეიძლება, ძნელად მისასვლელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს და თითების წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიტოვებული

მიტოვებული  – თავმინებებული, ვინც ან რაც მიატოვეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თავი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი, ზევით აღმართული და შუბლზე მიდებული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიბარება“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელი წინ სინქრონულად გადაადგილდება და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია … Read more

Categories

მიტინგი

მიტინგი  – სახალხო, მასობრივი კრება, თავშეყრა რაიმე საზოგადოებრივი (უმთავრესად – პოლტიკური) ხასიათის საკითხის განსახილველად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი გადაჯვარედინებულად ადევს მარცხენას და ზევით  მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიტანა

მიტანა  – რისამე გარკვეულ ადგილამდე წაღება   ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories