მინდობილობა

9

მინდობილობა  საბუთი, რომლითაც ესა თუ ის პირი სხვას მიანდობს თავის ნების, სურვილის ან მოვალეობის ასრულებას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდობა“ სხეულისკენ მიმართულია წინ გაწეული მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაცემა“ ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.