მზრუნველი – ვინც ზრუნავს, მეურვე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზრუნვა“ – წინ მიმართულია ხელისგულები და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.