მორიდებული

მორიდებული  – რიდის მქონე, მოკრძალებული, მოხათრებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მორცხვი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ზევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories მ

მორიგეობა

მორიგეობა  – მორიგედ ყოფნა, რიგის მიხედვით, რიგ-რიგობით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მორიგე“– სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა მკლავს, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მონაცვლეობა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ვერტიკალზე … Read more

Categories მ

მორიგე

მორიგე  – განსაზღვრული წესის მიხედვით გარკვეული დროის განმავლობაში რაიმე მოვალეობის შემსრულებელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა მკლავს, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories მ

მორი

მორი   –  გადაჭრილი ხე, ძელი, მოჭრილი მსხვილი ხე, ტოტებგაცლილი და უხეშად გათლილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ – გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელი თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა … Read more

Categories მ

მორთვა

მორთვა  – მოკაზმვა, მოწყობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითები, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories მ

მოპირდაპირე

მოპირდაპირე – საპირისპირო მხარეს მყოფი, პირდაპირ მდებარე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ზევით აღმართული, გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories მ

მოპატიჟება

მოპატიჟება  –  თავისთან დაპატიჟება, მოწვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება  რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories მ

მოპარული

მოპარული –  რაც მოიპარეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპარვა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება ნიკაპს და რკალური ტრაექტორიით მოძრაობს წინ, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავაზაკი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, … Read more

Categories მ

მოპარვა

მოპარვა  –   სხვისი საკუთრების ქურდობით, ფარულად მითვისება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება ნიკაპს და რკალური ტრაექტორიით მოძრაობს წინ, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები. ჟესტი სრულდება სახისა და მხრების დონეზე.

Categories მ

მონობა

მონობა  – მონად ყოფნა, მონის მდგომარეობა, ჩაგრულთა, უფლებააყრილთა მდგომარეობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „მონა“ – მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელისგულიც მიმართულია ქვევით, საჩვენებელი თითი და ცერი შემოჭდობილია მარცხენა მაჯაზე, დანარჩენი თითები გაშლილია, ხდება ხელების პოზიციათა მონაცვლება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories მ

მონდომება

მონდომება  –  სურვილი, წადილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories მ

მონაწილე

მონაწილე  – რაიმე საქმეში სხვებთან ერთად მოქმედება, სადმე სხვებთან ერთად ყოფნა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ქვევით დაშვებული ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories მ

მონასტერი

მონასტერი  – ბერ-მონაზონთა საეკლესიო-საადგილმამულო ორგანიზაცია, თემი, რომელსაც აქვს თავისი მეურნეობა და საცხოვრებელი ნაგებობანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და  შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ასრულებს პირჯვრის გადაწერის მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია მხრების დონეზე … Read more

Categories მ

მონანიება

მონანიება –  სინანულის გრძნობა; აღიარება, გამოსყიდვა (ჩადენილი დანაშაულისა, შეცოდებისა, ცოდვისა…)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცდომა“ – ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სინანული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი … Read more

Categories მ

მონათვლა

მონათვლა  – ქრისტიანული წესი, რომელსაც ასრულებენ ეკლესიის წევრად ბავშვის ან დიდის ჩარიცხვისათვის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, ზევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან, მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა … Read more

Categories მ