მორი

5

მორი     გადაჭრილი ხე, ძელი, მოჭრილი მსხვილი ხე, ტოტებგაცლილი და უხეშად გათლილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელი თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.