მოპარული

1

მოპარული   რაც მოიპარეს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპარვა“ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება ნიკაპს და რკალური ტრაექტორიით მოძრაობს წინ, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავაზაკი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელი სინქრონულად წინ მიემართება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება სახის, მხრებისა და  წელის დონეზე.