მორიდებული – რიდის მქონე, მოკრძალებული, მოხათრებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მორცხვი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ზევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
