მორიგეობა

7

მორიგეობა  მორიგედ ყოფნა, რიგის მიხედვით, რიგ-რიგობით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მორიგე“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა მკლავს, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მონაცვლეობა“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია გაშლილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ორი ურთიერთსაპირისპირო მოძრაობა მარცხენა საჩვენებელი თითის ირგვლივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.