მონობა

9

მონობა  მონად ყოფნა, მონის მდგომარეობა, ჩაგრულთა, უფლებააყრილთა მდგომარეობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „მონა“ მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელისგულიც მიმართულია ქვევით, საჩვენებელი თითი და ცერი შემოჭდობილია მარცხენა მაჯაზე, დანარჩენი თითები გაშლილია, ხდება ხელების პოზიციათა მონაცვლება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ ხელისგულები მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.