მოუგვარებელი

მოუგვარებელი –  რაც მოგვარებული არაა, მოუწესრიგებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

მოტყუება

მოტყუება –  ტყუილის, სიცრუის თქმა, ტყუილით შეცდომაში შეყვანა, შეცდენა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ეხება მარცხენას.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

მოტანა

მოტანა  – რისამე წამოღება იქიდან აქამდე, მოზიდვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მოსწრება

მოსწრება –   დროზე გაკეთება, დროულად შესრულება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოსმენა

მოსმენა  – ყურის დაგდება, გაგონება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ყურთან განთავსებული გაშლილი ხელისგული ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მოსკოვი

მოსკოვი – რუსეთის დედაქალაქი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მოსვლა

მოსვლა  – იქიდან აქეთ სვლით გადმონაცვლება, გადმოადგილება, მოღწევა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ,  გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის  მოძრაობა ქვევით და სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მოსახლეობა

მოსახლეობა  – გარკვეული ტერიტორიული ერთეულის მცხოვრებნი, მცხოვრებთა ერთობლიობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოვრება“ – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით … Read more

Categories

მოსაუბრე

მოსაუბრე  –  ვინც საუბრობს, მოლაპარაკე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ლაპარაკი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, … Read more

Categories

მოსამსახურე

მოსამსახურე  –   ვინც მსახურობს,  სამსახურში მყოფი პირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მომსახურება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მარჯვენა ხელი ქვევით ჩაწეული შუა თითით ეხება მარცხენა მკლავს, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია … Read more

Categories

მოსავალი

მოსავალი  –  ჭირნახული, პურეულის ან სხვა მცენარეული პროდუქციის აბსოლუტური რაოდენობა, მიღებული ერთ წელს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საჭმელი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ /„მცენარე“ – ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

მორწმუნე

მორწმუნე –  ვისაც ღმერთი სწამს, რომელიმე სარწმუნოების აღმსარებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და  შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ასრულებს პირჯვრის გადაწერის მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რწმენა“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, … Read more

Categories

მორცხვი

მორცხვი  – მორიდებული, მოკრძალებული, მოხათრებული   ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრილია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

მორჩილი

მორჩილი  –  გამგონე, დამჯერი, სხვისი ნება-სურვილის უხმოდ, წინააღმდეგობის გაუწევლად ამსრულებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელი სინქრონულად სხეულისკენ მიემართება რკალური ტრაექტორიით და ეხება მხრებს. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.  

Categories

მორიელი

მორიელი   – ღრიანკალი, ობობასებრთა კლასის შხამიანი ფეხსახსრიანი არსება   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories