მონასტერი

6

მონასტერი  – ბერ-მონაზონთა საეკლესიო-საადგილმამულო ორგანიზაცია, თემი, რომელსაც აქვს თავისი მეურნეობა და საცხოვრებელი ნაგებობანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და  შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ასრულებს პირჯვრის გადაწერის მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.