განხრა

განხრა  –   სპეციალობა, დარგი, მიმართულება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ – ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებული ცერებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიზანი“ / „მიმართულება“ – გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა … Read more

Categories

განხორციელება

განხორციელება   –    შესრულება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განხილვა

განხილვა  –  გარჩევა,  გარკვევა, განსჯა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ – ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოწმება“ – ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და … Read more

Categories

განხეთქილება

განხეთქილება  –  უთანხმოება, ურთიერთობის გამწვავება, შეხლა-­შემოხლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ხელები ერთმანეთს ეხება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

განწყობა

განწყობა  –  ამა თუ იმ განცდისა თუ ქცევისათვის მზადყოფნა, განლაგება, დაწყობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყობა“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, ცერები ეხება … Read more

Categories

განწირული

განწირული –  ვინც განწირეს, უიმედო, გამეტებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მე – ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი ცერიT და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება სხეულს, სრულდება მოძარაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაყიდვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და … Read more

Categories

განძი

განძი  –  სიმდიდრე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ასრულებს მოძრაობას სხეულისკენ და ზევით აღმართული ცერით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.      

Categories

განცხადება

განცხადება  – საქვეყნოდ თქმა, გამომჟღავნება, წერილობითი ან ზეპირი უწყება, ცნობება რაიმეს ან ვინმეს შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა –  მარჯვნივ, ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეტანა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, … Read more

Categories

განცალკევება

განცალკევება  –  ვინმესგან ან რამისგან გამოყოფა ცალკე დაყენება, განსხვავება, გამორჩევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ასრულებს რკალურ ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას მარცხნივ-მარჯვნივ და ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

განყენებული

განყენებული  –  აბსტრაქტული, ცალკე მდგომი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განუხორციელებელი

განუხორციელებელი  –  შეუსრულებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“  – გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური … Read more

Categories

განუყოფელი

განუყოფელი – რაც არ გაიყოფა, ერთიანი, მთლიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახევარი“ / „გაყოფა“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ –  წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით … Read more

Categories

განურჩევლად

განურჩევლად   –  განუსხვავებლად, თანაბრად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განუზომელი

განუზომელი  –  ძალიან დიდი, ბევრი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ – მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, … Read more

Categories

განტოლება

განტოლება  – მათემატიკური ტოლობა, რომელშიც შედის ერთი ან რამდენიმე უცნობი სიდიდე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უჯრა“ –  ხელისგულები ქვევითაა მიმართული ერთმანეთის პარალელურად, ხელები გაშლილი თითების მონაცვლებითი რხევით წინ მიემართება, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტოლობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი … Read more

Categories