ჩასვლა

ჩასვლა  _  ზემოდან ქვემოთ გადანაცვლება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია წინ მიმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩარჩო

ჩარჩო _  შეკრული ოთხკუთხედი (ან სხვა ფორმის) საგანი, რომელშიც მინას ან სურათს ათავსებენ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ჩარიცხვა

ჩარიცხვა  _ ვისიმე ანგარიშზე შეტანა (თანხისა)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩარიცხვა“ / „ჩადება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, … Read more

Categories

ჩართვა

ჩართვა _ 1. კვების წყაროსთან დაკავშირება; 2. ჩამატება განსაზღვრულ ადგილზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ჩანჩქერი

ჩანჩქერი  _  წყლის ნაკადი, რომელიც ციცაბოზე გადმოდის   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის სამჯერადი მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ჩანაწერი

ჩანაწერი  _  რაც ჩაწერეს ან ჩაიწერა, ჩაწერილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

ჩამჩა

ჩამჩა   _   დიდი, ღრმა კოვზი ქვაბიდან წვნიანის ამოსაღებად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩამოწერა

ჩამოწერა  _  ერთიმეორის მიყოლებით დაწერა, წერილობით ჩამოთვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და კლაკნილი ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ჩამოცვენა

ჩამოცვენა  _  ქვევით ვარდნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელის თითების რხევით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

ჩამოყვანა

ჩამოყვანა _   ქვევით ან შორიდან მოყვანა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით ერთად სრულდება ირიბი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და … Read more

Categories

ჩამოტანა

ჩამოტანა _  ზევიდან ან შორიდან მოტანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები  მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ორივე ხელით სრულდება ირიბი ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით და მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩამოსვლა

ჩამოსვლა _ ზემოდან ქვემოთ გადმონაცვლება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, სრულდება ირიბი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

ჩამორიგება

ჩამორიგება   _   სათითაოდ ყველასათვის მიცემა, დარიგება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით სამი მიმართულებით: მარცხნივ, პირდაპირ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩამონგრევა

ჩამონგრევა  _  ჩამოქცევა, ჩამოშლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ჩამოთვლა

ჩამოთვლა   _  სათითაოდ დასახელება, მოთვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ქვევით მიემართება და გაშლილი საჩვენებელი თითით ხდება მარცხენა ხელის თითების თანმიმდევრული მოკეცვა: ჯერ მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ნეკს, შემდეგ მარცხენა ნეკს და არათითს, შემდეგ მარცხენა ნეკს, … Read more

Categories