ჩამოთვლა

9

ჩამოთვლა   _  სათითაოდ დასახელება, მოთვლა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ქვევით მიემართება და გაშლილი საჩვენებელი თითით ხდება მარცხენა ხელის თითების თანმიმდევრული მოკეცვა: ჯერ მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ნეკს, შემდეგ მარცხენა ნეკს და არათითს, შემდეგ მარცხენა ნეკს, არათითს და შუა თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.