ჩანაწერი

8

ჩანაწერი  _  რაც ჩაწერეს ან ჩაიწერა, ჩაწერილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩანიშვნა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.