ჩამოვარდნა

ჩამოვარდნა  _  ზევიდან გადმოშვება და დავარდნა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია თავის დონეზე განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია წინ მიმართული შუა და  საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, მომდევნო ფაზაში ზევით  მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ჩალაგება

ჩალაგება   _  ჩაწყობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩაიდანი

ჩაიდანი   _  წყლის ასადუღებელი ან ჩაის დასაყენებელი ლითონის ან ფაიფურის ჭურჭელი, რომელსაც სითხის გადმოსასხმელად ტუჩიანი მილი აქვს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაი“ _ მარცხნივ და ქვევით მიმართულია პირის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ … Read more

Categories

ჩადება

ჩადება   _  რამეში, რისამე სიღრმეში დადება, მოთავსება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩადგმა

ჩადგმა  _ რამეში დადგმა, ჩაყენება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩაგდება

ჩაგდება  _   იძულებით რამეში მოქცევა, შიგნით მოთავსება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ბოლო ფაზაში ფალანგებში მოხრილი და წინ მიმართულია მარჯვენა ხელის თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩაბნელება

ჩაბნელება  _   სინათლის ჩაქრობა სადმე, რამეში   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში თითები მოხრილია ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ჩაბარება

ჩაბარება  _ შესანახად ან მოსავლელად მიცემა,  მიბარება, მინდობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელი წინ გადაადგილდება სინქრონულად და ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories