ჩაიდანი

6

ჩაიდანი   _  წყლის ასადუღებელი ან ჩაის დასაყენებელი ლითონის ან ფაიფურის ჭურჭელი, რომელსაც სითხის გადმოსასხმელად ტუჩიანი მილი აქვს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაი“ _ მარცხნივ და ქვევით მიმართულია პირის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.