ჩამორიგება

1

ჩამორიგება   _   სათითაოდ ყველასათვის მიცემა, დარიგება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით სამი მიმართულებით: მარცხნივ, პირდაპირ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.