ჩარიცხვა

1

ჩარიცხვა  _ ვისიმე ანგარიშზე შეტანა (თანხისა)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩარიცხვა“ / „ჩადება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს; მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ფალანგებში მოხრილი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.