ჩიტი

8

ჩიტი _   პატარა გარეული ფრინველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული ნეკი და საჩვენებელი თითი ეხება სახეს ტუჩებთან, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ ქვევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჩირქი

7

ჩირქი _  მყრალი სუნის მქონე მოსქო, მოყვითალო სითხე, რომელიც გამოიყოფა ცხოველური ორგანიზმის სისხლისა და ქსოვილების ელემენტთა დაშლის შედეგად მიკრობების ზემოქმედებით;  ბალღამი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან, ხელები ნეკებით ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაგროვილი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჩინეთი

6

ჩინეთი  _  ქვეყანა აზიაში

 

ერთხელიანი,  დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება შუბლს საფეთქელთან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ჩინებული

5

ჩინებული _  შესანიშნავი, დიდებული, საუცხოო

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის  განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჩივილი

4

ჩივილი _  მდურვა, სამდურავის, საყვედურის ლაპარაკი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

 

კატეგორია:

ჩვეულებრივი

3

ჩვეულებრივი _ რაც ან ვინც არ გამოირჩევა სხვებისგან; ისეთი, როგორიც ბევრი სხვაა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ჩვენი

2

ჩვენი _   პირველი პირის მრავლობითი რიცხვის კუთვნილებითი ნაცვალსახელი: რაც ჩვენ გვაქვს ან ვინც ჩვენ გვყავს, რაც ან ვინც ჩვენ გვეკუთვნის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩემი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავლობითობის ნიშანი“ _ წინ მიმართულია მარცხენა მხართან განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჩვენება

1

ჩვენება    _     დანახვება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩვენება“ _ მარჯვნივ და ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სხეულისკენ და ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჩემი

10

ჩემი  _  პირველი პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელი მხოლოობითი რიცხვისა,  რაც მე მაქვს ან ვინც მე მყავს, რაც ან ვინც მეკუთვნის

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჩამოჯდომა

9

ჩამოჯდომა _  რისამე კიდეზე დაჯდომა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ქვევით მიმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში წარმოდგენილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჩაცმა

8

ჩაცმა _  ტანსაცმლით შემოსვა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჩაყოლა

7

ჩაყოლა  _  ვინმესთან (რამესთან) ერთად ჩასვლა, ჩადევნება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები  მუშტებად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ირიბი ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჩაყოფა

6

ჩაყოფა _  ჩადება, ჩაშვება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჩაქუჩი

5

ჩაქუჩი  _ ხისტარიანი დასარტყმელა რკინის იარაღი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჩატანა

4

ჩატანა  _  ზევიდან ქვევით რისამე გადანაცვლება, ჩაზიდვა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები  მუშტებად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ირიბი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

 

კატეგორია: