აქცია

აქცია  – საპროტესტო გამოსვლა, ღონისძიება, რაიმე ეკონომიკური ან პოლიტიკური მიზნის მისაღწევად წამოწყებული მოქმედება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია  ქვევით, წინ მიმართული თითები გაშლილია თავისუფლად, მარჯვენა ხელის თითები მარცხენას ზევითაა განთავსებული, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

აქცია

აქცია  –  ფასიანი ქაღლდი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით და ზედ ადევს იმავე კონფიგურაციით ზევით მიმართულ მარცხენას, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წრიულად მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითებით გამოსახულია ღია წრეები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა … Read more

Categories

აქტუალური

აქტუალური  –  არსებითი მნიშვნელობის მქონე‚ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი‚ საჭირბოროტო   ორნაწილიანი, ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მნიშვნელოვანი“ – სხეულისკენ მიმართული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე … Read more

Categories

აქტიური

აქტიური – რაიმე საქმიანობის მხურვალე მონაწილე‚ ენერგიულად მოქმედი; ენერგიული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია თითები, ხელები ეხება  მკერდს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

აქტი

აქტი  – რაიმე ცალკეული მოქმედება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელები  სპირალური ტრაექტორიით ქვევით ეშვება სინქრონულად. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.    

Categories

აქოთება

აქოთება  –   1. ცუდი სუნის დაყენება‚ აყროლება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, გაშლილი თითებით ხელი სახეს ეხება ცხვირთან, მომდევნო ფაზაში სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

აქლემი

აქლემი  – წყურვილის‚ შიმშილისა და სიცხის ამტანი, ერთი ან ორი კუზის მქონე,   მაღალი ტანის მცოხნელი ცხოველი, რომელსაც აზიაში იყენებენ ტვირთის სატარებლად‚ სამგზავროდ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  მარცხნივ, მარცხენა კი – მარჯვნივ, მხრების დონეზე  ხელები ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია მუშტად შეკრული თითებით, მაჯებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

აქეთ-იქით

აქეთ-იქით  – საპირისპირო მიმართულებები – აქეთკენ  და იქითკენ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ჯერ მარჯვნივ და მერე – მარცხნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აქეთ

აქეთ  –  ამ ადგილისაკენ‚ ამ ადგილას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ხელი წინ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

აქაური

აქაური –  რაც აქ‚ ამ ადგილას არის; ვინც აქ‚ ამ ადგილას ცხოვრობს, ამ ადგილისა‚ ამ მხარისა‚ ამ მიწა-წყლისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აქ“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი ქვევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდორი“ – ქვევით  მიმართულია ხელისგული … Read more

Categories

აქანდაზი

აქანდაზი  –  ნაგვის ასაკრეფი მცირე ზომის ნიჩაბი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აქ

აქ   ამ ადგილას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით ძ- კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი ქვევით მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აფხაზეთი

აფხაზეთი – საქართველოს ისტორიული სამთავრო, იმიერსაქართველო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება გამეორებადი, წრიული მოძრაობა საფეთქელთან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

აფრიკა

აფრიკა  –   სამხრეთის კონტინენტი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილი თითებით ხელი ასრულებს განმეორებად, წრიულ მოძრაობას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

აფრა

აფრა   –  იალქანი, ხომალდის ან ნავის ანძაზე მიმაგრებული საგანგებო ტილო ხომალდის ასამოძრავებლად ქარის ძალის გამოყენებით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია გაშლილი თითები და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელი წინ მოძრაობს სინქრონულად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories