აღმასრულებელი

აღმასრულებელი _ ვინც ან რაც ასრულებს რამე ბრძანებას, დადგენილებას ან გადაწყვეტილებას, ვინც პრაქტიკულად განახორციელებს მართვა-გამგეობას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“  _ გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, … Read more

Categories

აღმართი

აღმართი  _  ზევით, აღმა მიმავალი გზა, დამრეცი აღმავალი ადგილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, სრულდება მოძრაობა წინ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღმავალი

აღმავალი  _  ვინც ან რაც მაღლა ადის;  რაც იზრდება, ვითარდება, წინ მიდის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ზევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

აღმა-დაღმა

აღმა-დაღმა  _  ზევით-ქვევით, ხან აღმა, ხან დაღმა.   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, წინ მიმართული თითებით, ხელი მოძრაობს ზევით, შემდეგ ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღმა

აღმა  _ ზევითკენ, მაღლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, წინ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა წინ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღიარება

აღიარება _  რისამე ცნობა‚ მართებულად მიჩნევა‚ გაზიარება (რისამე)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული, გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

აღთქმა

აღთქმა  _  დაპირება‚ სიტყვის‚ პირობის მიცემა, დანაპირები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; მომდევნო ფაზაში ხელისგულები ქვევითაა მიმართული, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აღზრდა

აღზრდა – ვისიმე განვითარებაზე სისტემატური ზემოქმედება‚ გარკვეული ჩვევების ჩანერგვა‚ წვრთნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, ორივე ხელით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

აღვირი

აღვირი  – მოწყობილობა ცხენის სამართავად: ცხენის თავზე ჩამოსაცმელი და ხელში დასაჭერი თასმები პირში ამოსადები რკინით (ლაგმით)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ – ხელისგულები მიმართულია  ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური … Read more

Categories

აღება

აღება – დაპყრობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით, ბოლო  ფაზაში თითები მუშტადაა შეკრული.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღება

აღება – რაიმე მდებარე საგნის ხელში დაჭერა (აწევით)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ზევით მოძრაობს. ბოლო ფაზაში თითები მუშტადაა შეკრული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღდგომა

აღდგომა – მაცხოვრის ცადამაღლება ჯვარცმის შემდეგ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კვერცხი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგაში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ტუჩებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გატეხვა“  – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მოხრილი თითები ცერებს … Read more

Categories

აღდგენა

აღდგენა – წინანდელი სახის მიცემა; ხელახლა აშენება; განახლება; აღორძინება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით  და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, ხოლო მარცხენა – მარჯვნივ; ბოლო ფაზაში ხელები მხრების დონეზეა იმავე კონფიგურაციით, საჩვენებელი თითები ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და … Read more

Categories

აღგზნება

აღგზნება  – ძლიერი აღძვრა‚ ნეგატიური აღელვება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ცერი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს. მარცხენა ხელის თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში სრულდება პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობითი მოძრაობა: მარცხენა ცერი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები … Read more

Categories

აქცია

აქცია  – ფასდაკლების  აქცია   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „გამოცხადება“/ „გამოქვეყნება“ – ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილი საჩვენებელი თითები მიდებულია შუბლზე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით, შემდეგ ფაზაში ხელები მხრების დონეზეა მუშტად შეკრული თითებით და ოდნავ … Read more

Categories