დაზღვევა

დაზღვევა _  თადარიგის დაჭერა ყოველგვარი პასუხისმგებლობის, უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით,  ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

დაზუსტებული

დაზუსტებული  _ ზუსტად, ზედმიწევნით გარკვეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაზუსტება“ _  მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, ხელები ერთმანეთს ეხება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

დაზუსტება

დაზუსტება   _ (რაიმეს) უფრო ზუსტად, ზედმიწევნით გარკვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, ხელები ერთმანეთს ეხება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაზოგილი

დაზოგილი _  დაზოგვით შენახული, გადანარჩუნებული, დანაზოგი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაზოგვა“ _ ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ; ჟესტის მეორე … Read more

Categories

დაზოგვა

დაზოგვა  _ მომჭირნეობის გაწევა, გამოზოგვა, ყაირათიანად ხარჯვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაზამთრება

დაზამთრება    _   ზამთრის დადგომა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცივე“ / „ყინული“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით ზევითაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა … Read more

Categories

დავიწყებული

დავიწყებული _  მეხსიერებიდან ამოშლილი, ხსოვნიდან გამქრალი, დავიწყებას მიცემული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართული და შუბლთან ახლოს მიტანილია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრავენ მუშტად. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.  

Categories

დავიწყება

დავიწყება _ მეხსიერებიდან (ხსოვნიდან) ამოშლა, გაქრობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართული და შუბლზე მიდებულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით განზე გაწეულია ხელი. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

დავიწროებული

დავიწროებული  _  რაც დაავიწროვეს, რასაც სიგანე მოაკლეს, ვიწროდ ქცეული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელი ზემოდან ადევს იმავე კონფიგურაციის მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დავიწროება

დავიწროება _  სიგანის დაკლება, შემცირება, სივიწროვის მატება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დავარდნილი

დავარდნილი  _  კურსის ვარდნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დავარდნილი

დავარდნილი  _  უნარდაკარგული, დაუძლურებული, დასუსტებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული ასრულებს მოძრაობას სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დავარდნილი

დავარდნილი _  დაცემული, წაქცეული   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დავარდნა

დავარდნა  _  დაცემა, წაქცევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში ზევით მიმართული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით დევს მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დავალიანება

დავალიანება  _ ვალებში ჩავარდნა, ვალების ქონა, ოფიციალური ვალი (დაწესებულებისა)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითებით ხელი ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.

Categories