დავალებული

დავალებული  _ მადლობის გრძნობით გამსჭვალული, ვინც პატივისცემა (ყურადღება, დახმარება) მიიღო და თავს მოვალედ რაცხს, სამაგიერო გადაუხადოს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

დავალება

დავალება _ შესასრულებლად დაკისრებული საქმე, სამუშაო, ამოცანა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა  ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და მარცხენა მაჯას ედება ზემოდან ბოლო ფაზაში გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

დავა

დავა    _    კამათი, პაექრობა, ცილობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია  საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დადუმებული

დადუმებული  _  მდუმარედ ქცეული, მდუმარედ მყოფი, გაჩუმებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „დუმილი“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _  ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, რკალური ტრაექტორიით … Read more

Categories

დადუმება

დადუმება  _  მდუმარედ ქცევა, გაჩუმება   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დადევნებული

დადევნებული   _ უკან გამოკიდებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ზევით აწეულია ცერები, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით და მარცხნივ მოძრაობს და ცერთან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

დადევნება

დადევნება _   (უკან) გამოკიდება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ზევით აწეულია ცერები, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დადგმა

დადგმა _  რაიმე ნივთის მოთავსება, დადება რაიმეზე (ამართულად)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებულია ცერები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დადგომა

დადგომა _  ზე ამართვა და გაჩერება,  ფეხზე ადგომა, დგომა   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ქვევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დადებული

დადებული  _  (რამის) ზედაპირზე განთავსებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დადება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

დადება

დადება  _  ზედაპირზე განთავსება (რამის)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

დადასტურებული

დადასტურებული _ დამტკიცებული, დამოწმებული, რაც დაადასტურეს ან დადასტურდა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ერთმანეთს წვერებით ეხება გაშლილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დადასტურება

დადასტურება _  დასტურის მიცემა, დამტკიცება, დამოწმება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაგულება

დაგულება _ იმედიანად ყოფნა რამის გამო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაგუბება

დაგუბება  _ გუბის წარმოქმნა, დატბორვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გუბე“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებულია ცერები, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories