დათხოვნა

დათხოვნა  _ სამსახურიდან გათავისუფლება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათხოვნა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

დათხოვნა

დათხოვნა  _ წასვლის ნებართვის მიცემა, გაშვება, გასტუმრება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელზე საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება,  დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით და განზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დათქმული

დათქმული _  წინასწარ შეთანხმებული, ერთმანეთთან პირობად დადებული, დანიშნული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათქმა“ _ ხელისგულები წინაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

დათქმა

დათქმა  _  წინდაწინ თქმა, წინასწარ შეთანხმება, პირობის დადება რისამე შესასრულებლად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დათრობა

დათრობა _  მათრობელა ალკოჰოლიანი სასმელის დალევით გაბრუჟვა, გამოთრობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგაში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

დათრგუნული

დათრგუნული   _    დაჯაბნილი, დაბეჩავებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათრგუნვა“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

დათმობა

დათმობა  _ სხვის სასარგებლოდ რამეზე ხელის აღება, ნებით მიცემა, დანებება (რაიმესი)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე მიდებულია ზედა ფალანგებთან გადაჯვარედინებული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრავენ მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დათვი

დათვი   _  დიდი ზომის მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი, აქვს გრძელი ბალანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დათვალიერებული

დათვალიერებული  _  თვალით გასინჯული, ნანახი, შემოწმებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათვალიერება“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

დათვალიერება

დათვალიერება  _  თვალით გასინჯვა, დაკვირვება, ნახვა, გაცნობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

დათესილი

დათესილი  _ რაც დათესეს,  რაიმეს თესლი (მარცვალი, კურკა) მიწაში ჩაგდებული, ჩაბნეული აღმოსაცენებლად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის ორჯერადი (ან სამჯერადი)  მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დათესვა

დათესვა  _   თესლის (მარცვლის, კურკის) მიწაში ჩაგდება, ჩაბნევა  აღმოსაცენებლად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თესვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი … Read more

Categories

დათბობა

დათბობა  _  სითბოს დადგომა, ტემპერატურის აწევა (სადმე)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი … Read more

Categories

დათანხმება

დათანხმება  _  თანხმობის მიღება ან მიცემა, დაყოლიება, თანახმად გახდომა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანხმობა“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აწეულია … Read more

Categories

დაზღვეული

დაზღვეული  _  ვინც, რაც დააზღვიეს ან დაეზღვია, დაცული (რაიმე უსიამოვნებისაგან, ხიფათისაგან)   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა … Read more

Categories