დაისი

დაისი  _  მზის ჩასვლის დრო, საღამო ხანი, მწუხრი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება და წრეს გამოსახავს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

დაბმა

დაბმა _ თოკით ან ჯაჭვით რამეზე დამაგრება, თავისუფალი მოძრაობის საშუალების მოსპობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ცერით და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და იღებს მარცხენა ხელის კონფიგურაციას, ხელი ცერით და საჩვენებელი თითებით გადაეჭდობა მარცხენა … Read more

Categories

დაბლობი

დაბლობი  _ დაბალი, დაცემული ადგილი, დავაკებული ადგილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე,  

Categories

დაბინდული

დაბინდული  _  ბინდით მოცული, ბინდიანი, დაბურული, გაურკვეველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ქვევით დაშვებული ცერებით, ორივე ხელით გაშლილი თითები ქვევით იხრება სინქრონულად და ეხება ცერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დაბეჭდვა

დაბეჭდვა  _  ბეჭდვა, დასტამბვა, დაწერილის ან დახატულის გამოსახვა ქაღალდზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და წინ,   ბოლო ფაზაში მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ედება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

დაბეჭდვა

დაბეჭდვა   _  დაბეჭდვა, დაწერილის ან დახატულის გამოსახვა ქაღალდზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ხელისგულით ქვევით ეშვება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

დაბეჯითებით

დაბეჯითებით  _ დაჟინებით, გადაჭრით, მტკიცედ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ხელისგულით ქვევით ეშვება და ეხება მარცხენა ხელისგულს. … Read more

Categories

დაბერება

დაბერება  _  ხანში შესვლა, მოხუცება, ასაკის მომატება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ლოყასთან ხელი ქვევით მოძრაობს და სახეს ეხება, ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

დაბეზღება

დაბეზღება  _  დასმენა, გაცემა, ბეზღება, ამბის მიტანა, ენატანიობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „ენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა … Read more

Categories

დაბევება

დაბევება  _  ბეს მიცემით რისამე შეკვეთა შესაძენად, საყიდლად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ზედ ედება მარცხენა ხელისგულს, მარცხენა ცერი მარჯვენა ხელისგულს ზემოდან გადაეჭდობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაბანა

დაბანა _   წყლით გასუფთავება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დაირა

დაირა   _ ხის რკალზე ცალ მხარეს ტყავგადაკრული საკრავი, რომელსაც ხელის ცემით ხმას გამოაღებინებენ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა  ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ,  მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

დაიმედებული

დაიმედებული  _  იმედმიცემული, გამხნევებული, შეგულიანებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მშვიდი“ _ მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება მკერდს და ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი … Read more

Categories

დაიმედება

დაიმედება  _  იმედის მიცემა, გამხნევება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „არის“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა … Read more

Categories

დათხოვნილი

დათხოვნილი  _ გაშვებული, გასტუმრებული (განსაზღვრული დროით)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათხოვნა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელზე საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება,  დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე … Read more

Categories