დათქმული

4

დათქმული _  წინასწარ შეთანხმებული, ერთმანეთთან პირობად დადებული, დანიშნული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათქმა“ _ ხელისგულები წინაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.