დაზღვეული

1

დაზღვეული  _  ვინც, რაც დააზღვიეს ან დაეზღვია, დაცული (რაიმე უსიამოვნებისაგან, ხიფათისაგან)

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის ბოლო, მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.