როდისღა

როდისღა     _      მერე როდის, მაინც როდის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

როდისმე

როდისმე _    რაღაც დროს, ოდესმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყოფნა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის … Read more

Categories

როდის

როდის  _   რა დროს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

როგორც

როგორც _   რანაირადაც, რაგვარადაც;  -ც-ნაწილაკდართული როგორ, იხმარება კავშირად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ნაწილაკი „-ც“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები … Read more

Categories

როგორ

როგორ  _   რაგვარად, რა საშუალებით, რანაირად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

რკინიგზა

რკინიგზა _   მატარებლის გზა, რკინის გზა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სადგური“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა გაშლილ თითებზე განთავსებულია მარჯვენა ხელის გაშლილი თითები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, … Read more

Categories

რკინა

რკინა    _    ქიმიური ელემენტი, ბუნებაში ფართოდ გავრცელებული მძიმე, მოვერცხლისფრო ლითონი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რკალი

რკალი  _    წრეხაზის მონაკვეთი ან მრუდი ხაზის ნაწილი, რომელიც ორ წერტილს შორის არის მოქცეული   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად,  სრულდება რკალური ტრაექტორიის  მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

რიცხვი

რიცხვი  _       რაოდენობის გამომხატველი ცნება, რითაც საგნებსა და მოვლენებს თვლიან, ანგარიშობენ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

რისხვა

რისხვა   _   ძლიერი წყრომა, გაჯავრება, აღშფოთება, მრისხანება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ _ მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან ეხება მარცხენა … Read more

Categories

რისთვის

რისთვის  _    რატომ, რა მიზნით ან რა მიზეზით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევიდან ქვევით და ხელი ეხება ჯერ ტუჩებს, შემდეგ _  მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

რიგრიგობით

რიგრიგობით  _   რიგის მიხედვით, მონაცვლეობით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ირიბ ხაზზე განთავსებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელი წინ და ქვევით გადაადგილდება სინქრონულად და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

რიგითი

რიგითი  _   რიგის მიხედვითი, რიგობრივი   ერთხელიანი, დინამიკური  ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში თითები ფართოდ გაშლილია და ჩაკეცილია ცერი.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

რიგი

რიგი _  ერთ ხაზზე განლაგებული საგნების ერთობლიობა;  ჯერი, თანმიმდევრობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ირიბ ხაზზე განთავსებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

რთული

რთული  _   ნაწილებისაგან შემდგარი, არამარტივი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელი ეხება ნიკაპს და ქვევით გადაადგილდება, ბოლო ფაზაში თითები მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories