შეწუხება

შეწუხება _ 1. თავის შეწყენა, დასაქმება; 2. გულის შეღონება, გულის წასვლა, გრძნობის დაკარგვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი თითებით ხელი ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარჯვნივ მიმართულია ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

შეწვა

შეწვა  _  ცეცხლზე წვით საჭმელად რამის მომზადება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შეძლება

შეძლება  _  შესაძლებლობა; უნარი, ძალ-ღონე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით  სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შეძახილი

შეძახილი  _ ძახილი, შეძახება, მიძახება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

შეციება

შეციება _  სიცივის განცდა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზამთარი“ / „სიცივე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელი სინქრონულად ასრულებს ნახევრწრის ტრაექტორიულ მოძრაობას და მომდევნო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანთება“ _ ზევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით … Read more

Categories

შეცვლა

შეცვლა _   ერთის სხვა რამით შენაცვლება, გამოცვლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შეცდომა

შეცდომა  _  უზუსტობა, უსწორობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

შეჩერება

შეჩერება  _ დროებით მოძრაობის შეწყვეტა, გაჩერება, შეყოვნება   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, იმავე კონფიგურაციით წინ მიმართული მარჯვენა ხელი განთავსებულია მარცხენა ხელის მტევანზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

შეშლა

შეშლა  _ დაბრკოლების შექმნა, შეფერხება, დაყოვნება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეშლა

შეშლა   _ გაგიჟება, ჭკუიდან გადასვლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და … Read more

Categories

შეშინება

შეშინება _  შიშის მოგვრა, დაფრთხობა, დაფეთება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიში“ _ სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით ხელი ეხება მკერდს და ზევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცინვა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, … Read more

Categories

შეშა

შეშა  _  დაჭრილი, დახერხილი ან დაპობილი ხე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ხელი ეხება მარჯვენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენთება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ … Read more

Categories

შეყვარება

შეყვარება   _ სიყვარულის გრძნობით გამსჭვალვა, ვისიმე ტრფობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეღობვა

შეღობვა _   ღობის გავლება, მოღობვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული  ხელისგულები გაშლილი, ზევით აღმართული თითებით და ჩაკეცილი ნეკებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვენივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეღავათი

შეღავათი  _ ვალდებულების შემცირება, შემსუბუქება, გაიოლება, შვება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება  საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული,  სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories