შეციება

1

შეციება _  სიცივის განცდა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზამთარი“ / „სიცივე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელი სინქრონულად ასრულებს ნახევრწრის ტრაექტორიულ მოძრაობას და მომდევნო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანთება“ _ ზევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით სხეულისკენ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.