შეშა

4

შეშა  _  დაჭრილი, დახერხილი ან დაპობილი ხე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ხელი ეხება მარჯვენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენთება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართულია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.