შეშინება

5

შეშინება _  შიშის მოგვრა, დაფრთხობა, დაფეთება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიში“ _ სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით ხელი ეხება მკერდს და ზევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცინვა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.