შორს

შორს  _  დიდ მანძილზე, დაშორებით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შოთი

შოთი _   გრძელი თონის პური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(პურის) ცხობა“  _ მარჯვნივ და წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(შოთი პურის) … Read more

Categories

შოვნა

შოვნა _  მოპოვება, შეძენა, მიგნება, ხელთება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი ოდნავ ეხება მარცხენა ხელისგულს და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შიში

შიში   _   მოსალოდნელი საფრთხის განცდით გამოწვეული წუხილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ერთმანეთთან შეტყუპებული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შინაური

შინაური  _ სახლის, ოჯახის წევრი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და თითების წვერებით ხელები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შინაგანი“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, … Read more

Categories

შინაგანი

შინაგანი   _  შიგნით არსებული, შიგნითა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.  

Categories

შინაარსი

  შინაარსი   _ შინაგანი არსი, რაობა, დედაარსი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნით“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით … Read more

Categories

შინ

შინ   _   სახლში   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და თითების წვერებით ხელები ერთმანეთს ეხება.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

შიმშილი

შიმშილი  _ უჭმელობით გამოწვეული შემაწუხებელი გრძნობა, ჭამის მოთხოვნილება, სიყმილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელები ეხება მუცელს. ჟესტი წარმოდგენილია მუცლის დონეზე.

Categories

შიგნიდან

შიგნიდან _  შიგნითა მხრიდან   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნით“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

შიგნით

შიგნით  _   შიგა მხარეს, შიგ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

შეხვედრა

შეხვედრა  _  1. პირისპირ შეყრა, ნახვა, წაწყდომა; 2. შეგებება, მიგებება; დახვედრა; მიღება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება დაახლოებითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი  მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

შეხედვა

შეხედვა  _ მზერის მიპყრობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია  სახისა და მხრების დონეზე.

Categories

შეჭმა

შეჭმა _   დაღეჭვა და გადაყლაპვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

შეწყდომა

შეწყდომა _  შეჩერება, შეწყვეტა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი ქვევით მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები მაკრატლისებურად ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის  მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories