შინაარსი

5

 

შინაარსი   _ შინაგანი არსი, რაობა, დედაარსი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნით“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის  დონეზე.