შიგნიდან

2

შიგნიდან _  შიგნითა მხრიდან

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნით“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „-დან“ – ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.