შინაური

7

შინაური  _ სახლის, ოჯახის წევრი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და თითების წვერებით ხელები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შინაგანი“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.