შოთი

10

შოთი _   გრძელი თონის პური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(პურის) ცხობა“  _ მარჯვნივ და წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(შოთი პურის) ფორმა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.