შოვნა

9

შოვნა _  მოპოვება, შეძენა, მიგნება, ხელთება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი ოდნავ ეხება მარცხენა ხელისგულს და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.