ავტომატი

ავტომატი  _ 1. აპარატი, მოწყობილობა, რომელიც ამუშავების შემდეგ რაიმე სამუშაოს ასრულებს თავისით, ადამიანის ჩაურევლად, შიდა მექანიზმის საშუალებით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ფართოდ გაშლილი თითებით ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ხელები ერთმანეთისკენ ორიენტირებული რკალური მოძრაობით ქვევით ეშვება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ავტომანქანა

ავტომანქანა  _  სატრანსპორტო საშუალება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ავტობუსი

ავტობუსი    _ საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ცერები ქვემოთა განთავსებული, ხელები მარცხნივ პარალელურად, ერთად მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე,

Categories

ავტობიოგრაფია

ავტობიოგრაფია  _ საკუთარი ბიოგრაფია, ავტორის მიერ თავისი ცხოვრების აღწერა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი წვერებით ეხება ერთმანეთს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა- ჟესტი  „ბიოგრაფია“ (სიტყვასიტყვით _ „ჩამოწერა“)  _  წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს და … Read more

Categories

ავსტრია

ავსტრია   _ ქვეყანა ევროპაში   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, ერთმანეთის პარალელურად გაშლილი თითების რხევით ხელები წინ მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ავსტრალია

ავსტრალია  _  კონტინენტი სამხრეთში   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები და თითები, მაჯაში მოხრილია ხელები, სრულდება რკალური მოძრაობა  წინ (ასახულია კენგურუს ნახტომის პანტომიმა). ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ავსება

ავსება   _  შევსება რამეთი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდენილია მკერდის დონეზე.

Categories

ავლადიდება

ავლადიდება   _ რაც კი რამ აქვს, რაც აბადია, ქონება, სიმდიდრე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ცერით ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ავკაცი

ავკაცი   _ ბოროტი, ბოროტმოქმედი, ავსული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავი“  _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, მხოლოდ ნეკია გაშლილი და სახისკენ მიმართული, ხელი ქვევით მიემართება;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა … Read more

Categories

ავთვალი

ავთვალი  _  ავი, ბოროტი თვალის პატრონი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ; გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი თვალთან ლოყაზეა მიდებული ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცუდი“  _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვემოთ მიმართული ცერით, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

ავიაცია

ავიაცია _ თვითმფრინავების, საფრენი აპარატების ერთობლიობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვითმფრინავი“ _ ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა … Read more

Categories

ავი

ავი  _ ცუდი, უხასიათო, ბოროტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნერვიული“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს და ეხება მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს, მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი … Read more

Categories

ავარია

ავარია  _  მარცხი, საგზაო შემთხვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად  შეკრული თითებით, ხელები ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობს და ერთმანეთს ეჯახება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ავანსი

ავანსი  _   წინასწარ გადახდილი თანხა ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა  _  მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩები თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა  წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სესხი“  _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და იხრება თითები, ბოლო ფაზაში თითები … Read more

Categories

ავადმყოფობა

ავადმყოფობა   _  დაავადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“  _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილში წარმოდგენილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადადება“ _  მარჯვენა … Read more

Categories