ალეგორია

ალეგორია  _   აზრის ქარაგმულად გამოხატვა   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარმოსახვა“ _ წინ  მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობება;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამომდინარე“  _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი საჩვენებელი თითით, ხელი ქვევით მიემართება რკალური ტრაექტორიით და … Read more

Categories

ალგებრა

ალგებრა  _ მათემატიკის დარგი     ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „უჯრა“  _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული და ერთმანეთის პარალელურად ხელები გაშლილი თითების რხევით წინ და ქვევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილშია სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, გაშლილი თითების წვერებს ცერი ეხება განმეორებითი მოძრაობით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ალბომი

ალბომი  _   ყდაში ჩასმული წიგნი ან ფოტოების კრებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარჯვენა გაშლილი ხელისგული მარცხნივაა მიმართული და ხელი მარცხნივ, მეორე ხელისგულისკენ მოძრაობს, მარცხენა პასიური ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ალბათობა

ალბათობა  _  რისიმე განხორციელების შესაძლებლობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ალბათ“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა გაშლილი ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

ალბათ

ალბათ   _  სავარაუდოდ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ალანძვა

ალანძვა    _  ზედაპირის დაწვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი  გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ალამი

ალამი  _   დროშა‚ ბაირაღი   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა გაშლილი ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ზევით აწეული ცერით, გაშლილი თითებით ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგული ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ალაგმვა

ალაგმვა  _   ვინმესთვის ლაგმის ამოდება‚ გასაქანის არმიცემა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა გაშლილი ხელისგული მარცხნივაა მიმართული და ხელი მარცხნივ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით, მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი იღებს პასიური, მარცხენა ხელის კონფიგურაციას და ამ ხელის ზემოთ განთავსდება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ალალი

ალალი  _  მართალი‚ პატიოსანი‚ უცოდველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატიოსანი“  _ ხელისგულები წინ და ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი … Read more

Categories

აკუსტიკა

აკუსტიკა   _  1. ფიზიკის დარგი‚ რომელიც შეისწავლის ბგერას.  2. სმენადობის ხარისხი ამა თუ იმ შენობაში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახურული“ _ გაშლილი ხელისგულები წინაა მიმართული, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს გარე ნახევარ-წრეზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ _ ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი, ერთმანეთთან მიტყუპებული და ქვევით დახრილია … Read more

Categories

აკრძალვა

აკრძალვა  _  რამის უფლების გაუქმება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, საჩვენებელი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, დანარჩენი თითები მუშტებადაა შეკრული. მარცხენა ხელი ქვევითაა განთავსებული, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აკრეფა

აკრეფა   _ ძირიდან რამეების აღება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აკლია

აკლია  _  მოკლებულია რამე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

აკლდამა

აკლდამა  _  ქვითკირის ან სიპი ქვებისაგან გაკეთებული ოთახის ფორმის სამარხი ნაგებობა‚ ქვის სამარე   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“  _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „გამოქვებული“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული … Read more

Categories

აკიდო

აკიდო  _ მოკლედ აჭრილი წყვილმტევნიანი რქა ვაზისა, ხილის ან ჩირის ასხმულა‚ ჯაგანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „მოჭრა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითებით სრულდება მრავალჯერადი მაკრატელისებრი მოძრაობა წინ და უკან, დანარჩენი თითები ჩაკეცილია;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ასხმა“  _ ზევით მიმართულია … Read more

Categories