აკუსტიკა

akustika

აკუსტიკა   _  1. ფიზიკის დარგი‚ რომელიც შეისწავლის ბგერას.  2. სმენადობის ხარისხი ამა თუ იმ შენობაში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახურული“ _ გაშლილი ხელისგულები წინაა მიმართული, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს გარე ნახევარ-წრეზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ _ ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი, ერთმანეთთან მიტყუპებული და ქვევით დახრილია თითები, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.