ალაგმვა

alagmva

ალაგმვა  _   ვინმესთვის ლაგმის ამოდება‚ გასაქანის არმიცემა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა გაშლილი ხელისგული მარცხნივაა მიმართული და ხელი მარცხნივ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით, მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი იღებს პასიური, მარცხენა ხელის კონფიგურაციას და ამ ხელის ზემოთ განთავსდება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.