აკრეფა _ ძირიდან რამეების აღება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.