ასე

ასე  –  როგორც ეს, ამგვარად,  ამნაირად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ხოლო მარცხენა – სხეულისკენ, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზურგით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზედ ადევს … Read more

Categories ა

ასახვა

  ასახვა  –  სახეებით წარმოდგენა, გამოხატვა, გადმოცემა, აღბეჭდვა, შეცნობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიმიკა“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სახისკენ მიმართული საჩვენებელი თითი სახის გარშემო წრეს მოხაზავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ზევითაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა … Read more

Categories ა

ასანთი

ასანთი  –  ხის პატარა ჩხირი გოგირდიანი თავით, რითიც ცეცხლს ანთებენ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმენეთს წვერებით ეხება, მარცხენა ხელისგული წინ და ქვევითაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯევნა ხელი წინ და უკან მოძრაობს და ეხება მარცხენა … Read more

Categories ა

ასაკი

ასაკი  –  ადამიანის სიცოცხლის ესა თუ ის პერიოდი, წელთა რაოდენობა, ათვლილი დაბადებიდან   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უფროსი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი მოძრაობს ზევით და ეხება ნიკაპს. ჟესტი სრულდება სახისა … Read more

Categories ა

არხი

არხი  – წყლის სადენი საგანგებო თხრილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „წყალი“ – ქვევით მიმართული ხელისგული გაშლილი და და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ზევით-ქვევით ბაგეების გასწვრივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მდინარე“ – წინ გამოწეული და ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, … Read more

Categories ა

არხეინი

არხეინი /არხეინად  –  უდარდელი, გულდამშვიდებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითების რხევით, ცერები ეხება მკერდს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories ა

არწყვა

არწყვა –  რაიმე ნივთიერების რაოდენობის გაზომვა   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჩასხმა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები,  წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზემოთაა განთავსებული და რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით, მარცხენა ხელისგულისკენ, მარჯვენა ხელი მაჯაში ტრიალდება და მომდევნო ფაზაში ხელისგული წინ არის მიმართული; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, … Read more

Categories ა

არწივი

არწივი –  ყველაზე დიდი, ღონიერი, ნისკარტმოკაუჭებული მტაცებელი ფრინველი, რომელიც ცხოვრობს მთიან ადგილებშიც და ველებშიც, ითვლება ფრინველთა მეფედ   ორნაწილიანი რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, იკონური, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ – წინ და ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და ზედა ფალანგაში მოხრილია საჩვენებელი თითი;  ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ – … Read more

Categories ა

არჩევანი

არჩევანი –  არჩევის უფლება-შესაძლებლობა, არჩეული რამ ან ვინმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითონ“ – სხეულისკენ და ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მკერდს ეხება ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არჩევანი“ –  წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით,  მარცხენა ხელისგული … Read more

Categories ა

არჩევა

არჩევა  – რამისთვის ან ვინმეს უპირატესობის მინიჭება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მარჯვნივ და წინაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი საჩვენებელი თითის წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories ა

არშია

არშია   ქსო–ვილის კიდეებზე მოვლებული ნაირსახიანი ზოლი, ფერით ან მასალით განსხვავებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითების რხევით მაჯასთან ეყრდნობა მარცხენა ხელს, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ხელები მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories ა

არღანი

არღანი – 1. მხარზე გადასაკიდებელი, მექანიკური სამუსიკო საკრავი, რაზეც უკრავდნენ ტარის ტრიალით; 2. კლავიშებიანი  მუსიკალური ინსტრუმენტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „პიანინო“ / „კლავიშები“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითების მონაცვლებითი რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი –  მარცხნივ მიმართული … Read more

Categories ა

არქიტექტურა

არქიტექტურა – ხუროთმოძღვრება, საინჟინრო მშენებელობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „შენება“ –– ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინჟინერი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, … Read more

Categories ა

არქიტექტორი

არქიტექტორი  – ხუროთმოძღვარი, მთავარი მშენებელი   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „შენება“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინჟინერი“ –სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი … Read more

Categories ა

არქაული

არქაული  – ძველი, ძველებური   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ხელი ეხება ლოყას და ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, საფეთქელთან სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories ა