არქიტექტორი

30

არქიტექტორი  ხუროთმოძღვარი, მთავარი მშენებელი

 

სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „შენება“ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინჟინერი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი საჩვენებელი თითები ერთმანეთს ჯვრის ფორმით კვეთს, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.