არხი

39

არხი  წყლის სადენი საგანგებო თხრილი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „წყალი“ ქვევით მიმართული ხელისგული გაშლილი და და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ზევით-ქვევით ბაგეების გასწვრივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მდინარე“ წინ გამოწეული და ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით  მოძრაობს კლაკნილი ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება სახისა და წელის  დონეზე.