არჩევანი

35

არჩევანი   არჩევის უფლება-შესაძლებლობა, არჩეული რამ ან ვინმე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითონ“ სხეულისკენ და ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მკერდს ეხება ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არჩევანი“   წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით,  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.